понедельник, 12 июля 2010 г.

ო, ეს ბაქტერიები!













პროექტის სახელი: ო, ეს ბაქტერიები!
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები ეცნობიან ბაქტერიების რაობას, მათ სარგებლობასა და მავნეობას. ეცნობიან დაავადებებს და მათგან თავდაცვის ზომებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეძებენ ნებისმიერ ინფორმაციას მიკროორგანიზმებზე, განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ბაქტერიებზე,მათ მრავალგვარობაზე. ყოფაცხოვრებაში აკვირდებიან ბაქტერიების მოქმედებით გამოწვეულ პროცესებს და აკეთებენ დასკვნებს:ისინი არიან როგორც ძლიერ სასარგებლონი და აუცილებელნი,ასევე საზიანონიც. მსჯელობენ პრობლემაზე: რა მოხდებოდა ისინი რომ არ არსებობდნენ ბუნებაში
ან დიდი რაოდენობით რომ დაგროვდნენ ჩვენს ირგვლივ. პრაქტიკულად აკვირდებიან რძის პროდუქტების წარმოებას შინაურ პირობებში და ასევე დიდ საწარმოებში,აკვირდებიან ძმარმჟავა დუღილის, ხრწნისა და ლპობის პროცესებს.აგროვებენ სდს ბაქტერიათა კოლონიების ნიმუშებს.
მოსწავლეები მიკროსკოპით ეძებენ ობიექტს.
ინტერნეტიდან გადმოაქვთ ფოტომასალა ბაქტერიებზე, დაავადებულ ადამიანებზე ან ცხოველებზე პლაკატის შესაქმნელად. ასევე იხატავენ კომპიუტერიდან სურათებს, პლასტელინით და ფერადი ფურცლებით ქმნიან ნამუშევრებს და აკეთებენ გამოფენას.
პროექტის მიმდინარეობისას აკეთებენ ხილის ჩირს და აკეთებენ დასკვნას: რატომ არ ლპება ჩირი.
ბავშვები ებმებიან დისკუსიაში.
სწავლობენ დიაგრამების შედგენას კომპიუტერში–1 მ3 ჰაერში, წყალში და ნიადაგში ბაქტერიების რაოდენობის განსაზღვრისათვის.

პროექტორის საშუალებით ვაშუქებ ‘’სეიფგარდის’’ რეკლამას და ვმსჯელობთ სიფრთხილის ზომებზე.
ბავშვები აკეთებენ თავმოყრას მოსმენილისას და ნანახისას და აჯამებენ მასალას.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წ. მე–7 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ექსკურსია რძის გადამამუშავებელ საწარმოში,ღვინის ქარხანაში.სტუმრობა ერთ ოჯახში,სადაც დაესწრებიან ყველის გაკეთების პროცესს.მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში სტუმრობა. მასალების მოძიება ინტერნეტით და წიგნებით.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: ბავშვების მეხსიერებაში საბოლოოდ ჩაიბეჭდა ბაქტერიების ცნება.ჰიგიენაში გაამკაცრებენ
ზომებს. გააკეთებენ პლაკატებს და მოაწყობენ გამოფენას.კომპიუტერში სწავლობენ ინფორმაციის,სურათების მოძიებას,ცხრილების ან დიაგრამების შედგენას.
სარგებელი სხვებისთვის: მასალის კომპიუტერში შეტანის შემდეგ (ბლოგის შექმნა) იგი ბევრისთვის გახდება ხელმისაწვდომი, თუ რა თქმა უნდა აინტერესებს თემა.
მუშაობის პროცესში ბავშვებს უყალიბდებათ სიბეჯითისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.უღვივდებათ ინტერესი სდს სფეროში.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: კარგი იქნება თუ დააჯგუფებ სდს სკოლის მოსწავლეებს და ერთად გაიყვან თუნდაც საწარმოში.ეს ხელს შეუწყობს ურთიერთდაახლოვების და ურთიერთთანამშრომლობის წარმართვას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ.გეგმასთან კავშირი: ხელოვნება–ხატვა,ხელოვნება შრომა. მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად ფორმებს და გამოვლინებებს,ახასიათებს ორგანიზმების მრავალფეროვნებებს,მსჯელობს დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების თავისებურებათა შესახებ.აგროვებს ინფორმაციას ილუსტრაციების საშუალებით. უშუალო დაკვირვებებით ან ექსპერიმენტულად სწავლობს მიკროორგანიზმების ცხოველქმედების თავისებურებებს.
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა დუგლაძე

ფასილიტატორის ელ।ფოსტა:

xatunadugladze@gmail.coml.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: xatunadugladze.blogspot.com